“ბიძინა ივანიშვილი არის მანიაკი, მას სისხლი უნდა” – ამის შესახებ პოეტმა, ზვიად რატიანმა განაცხადა.
ზვიად რატიანმა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ქართველი ოლიგარქის მონებად და სათამაშოებად შერაცხა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს მისი მსახურების ბედი არ აინტერესებს.
”ჩვენამდე რაღაც ტყუილ-მართალი ინფორმაციები ჟონავს, მაგრამ ჩვენ კიდევ არ ვიცით, რამხელა ბზარები ჩნდება შიგნით. შეუძლებელია, რომ არ ჩნდებოდეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ხომ არავინ არ სჭირდება, ეს თავისი მონები და სათამაშოები, საერთოდ არ ადარდებს მათი ბედი. ეს გადაყოლა არავის არ უნდა. ამ ხალხს ერი არ უყვარს, სამშობლო არ უყვარს, თორემ თავისი თავი უყვართ.
თავის თავზე გიჟდებიან ეს ნაძირალები. იმათ არ უნდათ ეს სანქცია და უფრო მეტი რამ არის მოსალოდნელი. ძნელია ადამიანური საზომით ჩასწვდე იმას, რა იხარშება მათ ავადმყოფურ ტვინებში, მაგრამ ფაქტია, რომ შერჩევითად არის დაკავება. ძალიან ბევრს აპატიმრებენ. დანაშაულზე, ხომ ლაპარაკი ზედმეტია. დამნაშავე არის ხელისუფლება და პოლიცია… ბიძინა ივანიშვილი არის მანიაკი. მას სისხლი უნდა”, – ამბობს ზვიად რატიანი.