რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იქ სულ მცირე 8 აფეთქება მოხდა.
მათივე ინფორმაციით, “როგორც ჩანს, ამ დროისთვის სროლები დასრულებულია”. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
დამატებითი დეტალები და აფეთქებების ამსახველი ფოტო/ვიდეომასალა ამ დროისთვის არ ვრცელდება.