მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა. როგორც მაია სანდუ ამბობს, მოლდოვა დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე, სანქციების დაწესება კი თავად მოლდოვას დააზარალებს.

“ჩვენ დაუცველი ქვეყანა ვართ. მოლდოვას არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა. მოლდოვას ხელისუფლება გმობს რუსეთ-უკრაინის ომს და ვითარების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს. რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და სახელმწიფოს მყიფე ეკონომიკის გათვალისწინებით, რუსეთისადმი სანქციებით თავად მოლდოვა დაზარალდება. მოლდოვა შეინარჩუნებს ნეიტრალურობას და არ შეუერთდება სანქციებს,”-აცხადებს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share