უკრაინული ძალები კიევის შემოგარენში წინსვლას განაგრძობენ, რუსეთის სამხედრო ძალები კი გადიან

უკრაინული ძალები კიევის შემოგარენში წინსვლას განაგრძობენ, რუსეთის სამხედრო ძალები კი გადიან. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების დაზვერვის უკანასკნელ მონაცემებშია ნათქვამი.

დაზვერვის ცნობით, უკრაინული ძალები კვლავ ცდილობენ წინ წაწევას ირპინიდან ბუჩასა და გოსტომელის მიმართულებით.

„რუსული ძალები, არსებული ცნობით, ტოვებენ გოსტომელის აეროპორტს, რომელიც ბრძოლის ობიექტი იყო ომის დაწყების პირველივე დღიდან. აღმოსავლეთ ღერძის გასწვრივ უკრაინამ დაიბრუნა რამდენიმე სოფელი.

უკრაინულმა ძალებმა შეძლეს ხარკოვის აღმოსავლეთში საკვანძო გზის დაცვა მძიმე ბროლების შემდეგ. ეს მოჰყვა სუმის შემოგარენში ტროსტიანეცის გათავისუფლებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share