ბიძინა ივანიშვილის ცოლმა ახალი სააქციო საზოგადოება გუშინ, 20 იანვარს დააფუძნა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სს “ლუსოლის“ 100%-იან წილს ეკატერინა ხვედელიძე ფლობს.
კომპანიის დირექტორად ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის თანასოფლელი, გელა კობერიძე დანიშნეს.
რაც შეეხება სს “ლუსოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს, მისი წევრები არიან:
ნუგზარ დეკანოიძე
ვეფხვია დვალი
შოთა კობიაშვილი.
სს „ლუსოლში“ ეკატერინა ხვედელიძის წარმომადგენელი ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავაა.
სს „ლუსოლის“ კაპიტალი 100 000 ლარია.
შეგახსენებთ, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია თანაინვესტირების ფონდი, რომელსაც ოლიგარქის ცოლი კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორის მეშვეობით ფლობს. მკვლევარები ეჭვობენ, რომ ეკატერინე ხვედელიძეის მიერ ახალი სააქციო საზოგადოების დაფუძნება სწორედ ოფშორებიდან თანხის საქართველოში გადმოტანას უკავშირდება.
ცნობისთვის, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან ქონების საკუთარ ვაჟზე, უტა ივანიშვილის სახელზე გადაფორმების სერიის შემდეგ, ივანიშვილმა პანამის ოფშორული ზონასაც დატოვა.
ირკვევა, რომ Limestone Finance International-ზე რეგისტრირებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოებაზე ივანიშვილმა ახალი წლის ღამეს გადააფორმა.
ააიპ “საგამოძიებო ბიუროს” ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ივანიშვილის სრული ქონება საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში მოიყრის თავს, ესენია:
სს ,,ტერა” და ბიძინა ივანიშვილი, სს ,,ლუსოლი” და ეკა ხვედელიძე, სს ,,ატუ ჰოლდინგი” და უტა ივანიშვილი