გურიის მოამბე

სანქციები ოლიგარქს, რეჟიმის სპონსორებს და მის მსახურებს – მთავარი აქცენტები ევროპარლამენტიდან

სანქციები ოლიგარქს, რეჟიმის სპონსორებს და მის მსახურებს – ევროპარლამენტარების ვერდიქტი ბიძინა ივანიშვილს. სტრასბურგში განხილვის დროს დეპუტატებმა ოლიგარქის პარტია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, ევროსტრუქტურებს კი უფრო მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდეს.

“საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია”, “უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ჩატარდეს ახალი ევროპული სტანდარტების არჩევნები” – თქვეს ტრიბუნიდან დეპუტატებმა.

ილაპარაკეს ქართველი ხალხის უწყვეტ პროცესზეც და ყურადღების მიღმა – ევროკომისარს არც აქციის მონაწილეების დევნა, წამება და დაუსჯელი ძალოვნები არ დარჩენია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share