გურიის მოამბე

ვისურვებდი, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვას, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა – ზურაბიშვილი

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შტატებში შეხვედრებს განაგრობს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა მისი სურვილია, აშშ-ს ახალმა პრეზიედნტმა  თქვას, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და გამოსავალი ახალი არჩევნებია. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ამერიკელი მეგობრებისგან საქართველო არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ მოქმედებებს საჭიროებს.

ვისურვებდი, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვას, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა. ის არ არის აღიარებული და ახალი არჩევნები არის გამოსავალი. მე მოვუსმინე ტრამპის ორ გამოსვლას, რადგან მე მეორე დარბაზში ვიყავი, სადაც ის სიტყვით გამოვიდა  და ეს საინტერესო იყო. ტრამპი დებს პირობას, რომ ამერიკა იქნება ეფექტური და აქტიური და ასეთი ქვეყანა, რომელიც დახატა, არის ის, რაც მათ შორის, საქართველოსაც სჭირდება. ჩენ გვჭირდება არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ასევე მოქმედებები, – ამბობს ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share