გურიის მოამბე

გუბერნატორობის კანდიდატობა – ვანო ჩხარტიშვილის უჩვეულო საჩუქარი ბეგი სიორიძეს

გურიის გუბერნატორობის კანდიდატობა – გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს გახლდათ ერთადერთი საჩუქარი, რომელიც გურიის ფაქტიურმა მმართველმა, ოლიგარქმა ვანო ჩხარტიშვილმა, ოზურგეთის ყოფილ მერს, ბეგლარ სიორიძეს, ამ უკანასკნელის 60 წლის იუბილეზე “მიართვა”.

იუბილეზე, რომელიც სარიტუალო სახლ “ბერმუხაში’ გაიმართა (რომლის მესაკუთრეც სიორიძის მძახალი-ილა კეჭაყმაძეა), სრულიად საქოცეთმა მოიყარა თავი და არ დარჩენილა გურიის მასშტაბით არცერთი მარალჩინოსანი, ჩხარტიშვილის ჩათვლით, რომელიც ძღვენით არ ეახლა ოუბილარს-“მადლიერი მშობელი ხალხის” ოდენობამ – 150 ს მიაღწია.

“60 წელი, ეს ის ასაკია, როცა აუცილებლად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რა გააკეთა, რა ვერ გააკეთა, რას გააკეთებს და კიდევ ბევრ რამეზე. პირველივე დღეს თქვენ დამიდასტურეთ ის, რომ “რაღაც” გამიკეთებია ამასობაში. არ ვიცი როგორ გამოვხატო ამდენი ადამიანის მიმართ ჩემი პატივისცემა. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ძალიან მიყვარხართ და ყველანაირ სიკეთეს გისურვებთ. მიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით” ეს გულისამაჩიყებელი ტექსტი კი სიორიძემ, მოგვიანებით, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.

ხმები გუბერნატორის ცვლილების შესახებ, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვანო ჩხარტიშვილი ოზურგეთის მერის პოსტზე, ავთანდილ თალაკვაძის ჩანაცვლებას, მოქმედი გუბერნატორით, გიორგი ურუშაძით ცდილობს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share