გურიის მოამბე

თამაზ ხარაიშვილი – აქ არ მოიწყენ, თუ რეჟიმსა და ავტოკრატიაზე არ ხარ შეყვარებული

გუშინ მწერლების, მკითხველებისა და ჟურნალისტების მარში იყო, პაწა-პაწა ყველასთან მიმესვლებოდა და მივედი კიდეც….რუსთაველზე არაორდინარული განწყობაა, ახალგაზრდობა,დროშებით, შეძახილებით, სასტვენებით (ეს ჯერ არ აუკრძალავთ)…ერთი პატარა გოგონა დადის პატარა ბანერით, რომელზეც ერთადერთი სიტყვაა: “მიყვარხართ!”…ერთი, წითლადშემოსილი გოგონა, მერამდენე დღეა დგას ერთდაიმავე ადგილას საქართველოს დიდი დროშით..ასე უტყვად გამოთქვამს თავის პროტესტს…ოზურგეთელები, როგორც წესი, ერთად იყრიან თავს, უკვე ვიცი, სად დგანან მუსიკოსები, ლიტერატორები, ჟურნალისტები, სპორტის ხალხი…..მოკლედ, აქ არ მოიწყენ, თუ რეჟიმსა და ავტოკრატიაზე არ ხარ შეყვარებული..

წერს თამაზ ხარაიშვილი სოციალურ ქსელში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share