“ეს ქვეყანა მხოლოდ იმისთვის ხომ არ შეუქმნია გამჩენს, რომ ვიღაც გაუმაძღრებმა ფული აკეთონ?!”

“100 წლის მერე ასტეროიდმა რომ უნდა ჩაგვიქროლოს, იმის პროგნოზს აკეთებენ, ჩიტები რომ ბუდეში ერთმანეთს ეჩურჩულებიან, იმასაც კი უსმენენ და ამ ღვარცოფის შექუჩებისა და მოვარდნის პროგნოზირება და მსხვერპლის აცილება ნუთუ შეუძლებელია?! სად რის პრევენციული ღონისძიებები, ტექნიკა, აღჭურვილობა?! არის თუ არა აღრიცხული მეწყერ და ღვარცოფსაშიში ადგილები გასაკონტროლებლად?! ნუთუ ამ ქვეყანას პოლიტიკური მიდი-მოდის და მიდი მოადეს გარდა არაფერი სჭირდება?! გვეყოფა მარტო რაღაც ორნიშნათი კუდაბზიკობა?!..
ახლა შეიძლება ამის დრო და ადგილი არ იყოს, მაგრამ მაინტერესებს, ვინ აოხრებს სუფსა-გუბაზეულის ხეობას, სად მიაქვთ მილიარდობით კუბმეტრი ქვა-ღორღი?! იქნებ გურია გადააქვთ სადმე?! ეს ქვეყანა მხოლოდ იმისთვის ხომ არ შეუქმნია გამჩენს, რომ ვიღაც გაუმაძღრებმა ფული აკეთონ?!”
წერს ჟურნალისტი თამაზ ხარაიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share