არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკოხედვა” ანხორციელებს პროექტს „ოზურგეთის მოსახლეობის ინფორმირება ელექტრომაგიტური ველის ზემოქმედების შესახებ”

არასამთავრობო ორგანიზაცია *ეკოხედვა* ევროკავშირს და KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს „ოზურგეთის მოსახლეობის ინფორმირება ელექტრომაგიტური ველის ზემოქმედების შესახებ*. პროექტის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდის კვალიფიციური, სამეცნიერო ფაქტებით დადასტურებული ინფორმაცია იმ ზემოქმედების და საჭირო ღონისძიებეის შესახებ, რომელიც მოყვება რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ქსელის განვითაებას. 2021 წლის 13 ნოემბერს, 14 საათზე, ოზურგეთში  ჩატარდება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

შეხვედრის ფაგლებში მოსახლეობას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია ელექტრო მაგნიტური ველის ზემოქმედების შესახებ, ჩატარდება ელექტრომაგნიტული ველის სიდიდეების, მაღალი სიზუსტის ინსტრულმნტული გაზომვები. მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო მასალა. ჩატარდება ღია დისკუსია.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.

2021 წლის 12 ნოემბერს  მსგავსი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ლიხაურის საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით, ჩატარდა ელექტრომაგნიტული ველის სიდიდეების, მაღალი სიზუსტის ინსტრულმნტული გაზომვები. შეხვედრის ფარგლებში სკოლას საჩუქრედ გადაეცა გარემოსდაცვითი ლიტერატურა: გარემოსდაცვითი სახლმძღვანელოები, კომქსები, ბროშურები და წიგნები. შეხვედრამ მოსწავლეების და მასწავლებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. სკოლის ხელმძღვანელობასთან და ეკო-კლუბის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც სკოლაში სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს გულისხმობს.

აღნიშნულ პროექტში „ეკოხედვა“-ს პარტნიორია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share