გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ გლობალური ომის პარტიის ნარატივი მის თვალწინ ითხზებოდა. მეტიც, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი “პირველებთან” ამბობს, რომ აღნიშნულ ნარატივზე წერილების გამოქვეყნების შეთავაზება შათირიშვილამდე მან ივანიშვილისგან მიიღო, თუმცა უარი განაცხადა.
ჩემს თვალწინ ითხზებოდა გლობალური ომის პარტიის ნარატივი და სანამ შათირიშვილი გამოაქვეყნებდა ამას, ჩემთან იყო შეთავაზება, რომ მე გამომექვეყნებინა ზუსტად იგივე შინაარსის წერილები, რაზეც ცხადია, მე უარი ვუთხარი ივანიშვილს. ივანიშვილის საქმეებში არსად არანაირი გლობალური ომის პარტიის და საერთოდ არანაირი გარე ძალის გავლენა არ იმჩნეოდა და ჩვენ ყველა საქმე მოვიგეთ ყველა სასამართლოში”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.