მთლიან მოსახლეობაში პენსიონერების წილის ზრდა ცხადია, ერის დაბერებას ნიშნავს, რასაც დემოგრაფი გიორგი მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ შობადობის შემცირებით და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით ხსნის. გარდა ამისა, დემოგრაფი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინებაზეც.
მისი თქმით, ემიგრაციაში მიდიან 20-50 წლის ასაკის მოქალაქეები, რომელთა წილის კლება მთლიან მოსახლეობაში თავისთავად განაპირობებს წილობრივად მაღალი ასაკის მოქალაქეების რაოდენობის ზრდას.
საქართველოს მთლიან მოსახლეობაში პენსიონერთა რაოდენობა ბოლო 5 წელში 10.2%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მოსახლეობის 23%-ზე მეტი საპენსიო ასაკის მოქალაქეა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 3.69 მლნ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, საიდანაც 864 ათასზე მეტი პენსიონერია. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დაბერების პროცესი მზარდია.
მთლიან მოსახლეობაში პენსიონერების წილის ზრდა ცხადია, ერის დაბერებას ნიშნავს, რასაც დემოგრაფი გიორგი მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ შობადობის შემცირებით და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით ხსნის. გარდა ამისა, დემოგრაფი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინებაზეც.
მისი თქმით, ემიგრაციაში მიდიან 20-50 წლის ასაკის მოქალაქეები, რომელთა წილის კლება მთლიან მოსახლეობაში თავისთავად განაპირობებს წილობრივად მაღალი ასაკის მოქალაქეების რაოდენობის ზრდას.
“მოსახლეობის დაბერების პროცესი მზარდია-პენსიონერთა რაოდენობის ზრდა დიდი”დემოგრაფმა გამოსავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ახალგაზრდებს ისეთივე ან უკეთესი პირობები უნდა შეუქმნას, რომ ქვეყანაში დარჩენის მოტივაცია ჰქონდეთ, რაც არსებულ პირობებში რთულია.
„რა თქმა უნდა, თუ ახალგაზრდები გავლენ ქვეყნიდან და ამის პერსპექტივა არსებობს, უფრო მეტად დაიტვირთება მოსახლეობა მაღალი ასაკის ადამიანებით. მსგავსი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, დღევანდელ ახალგაზრდას გაცილებით მეტი მოთხოვნილება აქვს, უფრო აქტიურები არიან, უნდათ უკეთესი განათლება, უკეთესი ხელფასი, დასაქმება და ჩვენ ამ მიზეზებს ვერ შევუზღუდავთ. ემიგრაციაში მიდიან, რადგან სხვაგან უკეთესი პერსპექტივაა. გამოსავალია ის, რომ სახელმწიფომ უკეთესი პირობები უნდა შეუქმნას ახალგაზრდებს, რაც არსებულ პირობებში რთულია, რადგან ჩვენი სახელმწიფო არ არის ახლა საკმარისად ძლიერი“, – აცხადებს გიორგი მელაძე.
ცნობისთვის, საქსტატის ბოლო, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ემიგრაციაში წავიდა 14 წლამდე ასაკის 86 511 ბავშვი, 15-64 წლამდე ასაკის 152 383 მოქალაქე და 65+ ასაკის 6170 პირი.