დაუწესებს თუ არა ბრიტანეთი სანქციებს ივანიშვილს? – რას ამბობს ელჩი

სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ – ასე უპასუხა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა “პიორველების” კითხვას მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.

გარეტ უორდმა წუხილი გამოთქვა, რეჟიმის მიერი პროტესტანტების მიმართ გამოვლენილ სისასტიკეზე და ადამიანთა უფლებების დარღვევებზე და განაცხადა, გასულ დეკემბერს ბრიტანეთმა რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

ჩემი მესიჯია, რომ პროტესტის უფლება უნდა იყოს დაცული – ამბობს ელჩი.

იცით, რომ სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ. თქვენ ახსენეთ განცხადება, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთდა , მე კი მთავრობის წარმომადგებელი ვარ. გასულ დეკემბერს ჩვენ რამდენიმე მაღალჩინოსანს დავუწესეთ სანქციები და გამოვხატეთ ჩვენი წუხილი პროტესტის დროს გამოვლენილ სისასტიკეზე და ადამიანთა უფლებების დარღვევებზე . ჩემი მესიჯია, რომ პროტესტის უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენმა საგარეო მდივანმა მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ პროგრამებს საქართველოს მთავრობასთან, აქვე ითქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობას და კონტაქტებს  პოლიტიკურ დონეზე, იქამდე სანამ  საქართველოში დემოკრატიული უკესვლა არ დასრულდება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ასეც შენარჩუნდება.  იქამდე სანამ არ ჩეწყდება დემოკრტაიილი უკუსვლა არ ვგეგბავთ პროგრამების აღდგენას საქმეში”, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.

ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი – გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.

ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share