რა მექანიზმებია საჭირო “ქართული ოცნების” უკან დახევისთვის – ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

ორშაბათს, 27 იანვარს, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ – წლის პირველ შეკრებაზე ევროპელი დიპლომატები, სავარაუდოდ, განიხილავენ, თუ კიდევ რა მექანიზმებია საჭირო იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა უკან დაიხიოს.

არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ ორშაბათს ევროკომისია საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე ახალი ინიციატივით წარდგება და შესაძლოა, დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი სასანქციო ზომების გატარება დაანონსდეს.

ამ შეკრებას წინ ევროპარლამენტში გამართული მწვავე დებატები უსწრებდა, რომელიც ამავე წლის 21 იანვარს გაიმართა. იმოქმედეთ! – ეს იყო ევროპელი დეპუტატების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიისადმი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share