კრემლი მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატორი იყოს – რუსული მედია

კრემლი მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატორი იყოს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

რუსული პროპაგანდისტული მედია რუსეთის სახელმწიფო უწყებებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მუშაობა ამ საკითხზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ საწყის ეტაპზე მოსკოვში მმართელი პარტიის რომელიმე ლიდერის ვიზიტი დაორგანიზდეს.

კრემლი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატორი იყოს.

ვითარებაში კარგად გარკვეული წყაროები ამბობენ, რომ ამ საკითხზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგი მოსალოდნელია არა იმაზე ადრე, ვიდრე ამა წლის შემოდგომაა. პირველ რიგში, შეიძლება დაორგანიზდეს  მმართველი პარტიის  რომელიმე დეპუტატის ვიზიტი მოსკოვში.  მოლაპარაკებები შესაძლებელია სახელმწიფო სათათბიროს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე  – ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ ბევრი მწვავე საკითხია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, სწორად როგორ ავაშენოთ ურთიერთქმედება ასეთ პირობებში. შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენაზე, – ამბობენ ინსაიდერები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ რუსეთი „აფასებს თბილისის ადეკვატურ, გაბედულ და პირდაპირ პოზიციას“, მაგრამ დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share