ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს შესახებ იმსჯელებს – სწორედ დღეს უნდა შედგება დისკუსია ევროპელ პოლიტიკოსებს შორის ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის სავიზო სანქციების დაწესების თაობაზე.
მსჯელობის შემდეგ, საბჭომ უნდა დაამტკიცოს აღნიშნული რეზოლუცია, რის შედეგადაც დოკუმენტი ოფიციალურად შევა ძალაში და ყველა წითელი პასპორტის მქონე პირისთვის დიპლომატიური პასპორტით მოქმედების შესაძლებლობები გაუქმდება.
შეგახსენებთ, მოცემული ინიციატივა ევროკომისიამ გასულ თვეს გამოთქვა, მიზეზად კი ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაასახელა.