რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდების დარბევის გამო, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გაფართოვდება.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეროვნულ დონეზე საქნციების სხვადასხვა მექანიზმის ამოქმედებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
უფრო მასშტაბურ სანქციებამდე მივალთ. ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო წინა დებატებზე ევროკომისრის ხისტი და პრინციპული გამოსვლა. ეს არის სერიოზული გზავნილი ევროპელი ბიუროკრატებისა და დიპლომატებისთვის. მე შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ევროკავშირის სურვილის მქონე ქვეყნების გაერთიანება, იქნება ეს ეროვნულ დონეზე, თუ ევროკომისია, მიიღებს გადაწყვეტილებას სანქციების სხვადასხვა მექანიზმის ამოქმედებაზე”, – ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.
ორშაბათს, 27 იანვარს, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ – წლის პირველ შეკრებაზე ევროპელი დიპლომატები, სავარაუდოდ, განიხილავენ, თუ კიდევ რა მექანიზმებია საჭირო იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა უკან დაიხიოს.
არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ ორშაბათს ევროკომისია საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე ახალი ინიციატივით წარდგება და შესაძლოა, დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი სასანქციო ზომების გატარება დაანონსდეს.