აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ აშშ ახლა ცდილობს, “თავიდან აიცილოს სისხლიანი ომი”.
მან ამერიკელებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე მიმართა და თქვა, რომ საჭიროა, ახლა ამერიკის მოქალაქეებმა წინდახედულობა გამოიჩინონ და დროულად დატოვონ უკრაინა.
თქვენ შეგიძლიათ, საკუთარ თვალებს დაუჯეროთ, რომ რუსებმა შექმნეს შესაძლებლობები უკრაინის წინააღმდეგ, რათა განახორციელონ მასიური სამხედრო ოპერაციის ჩატარება როდესაც ამას გადაწყვეტენ… ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმარისად მაღალია და საფრთხე- მყისიერი.საჭიროა წინდახედულობა. თუ დარჩებით, თქვენ იღებთ რისკებს და არ გაქვთ გარანტია იმისა, რომ წასვლის სხვა შესაძლებლობა გექნებათ,- თქვა სალივანმა.
სალივანმა თქვა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ტელეფონით დაუკავშირდება.
მე ველოდები, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ტელეფონით დაუკავშირდება პრეზიდენტ პუტინს, მაგრამ მე არაფერი მაქვს თქვენთვის ამის შესახებ ახლა გამოცხადების, – თქვა სალივანმა.
ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა, რომ ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა.