ვინ შეიწყალა ყაველაშვილმა

როგორ გამოუშვეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერების პატიმარი ოჯახის წევრები? – ტვ პირველის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, სადაც ციხიდან გათავისუფლებულები თავად ადასტურებენ, რომ შეწყალებაზე განცხადებები არ დაუწერიათ, მათ ციხის უფროსები იბარებდნენ და უკვე დაწერილ ტექსტებზე ხელს აწერინებდნენ.

613 სისხლის სამართლის საქმე გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, მისი ძმა აკაკი ზამბახიძე ადასტურებს,  რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით 2021 წელის აპრილში დაკავებული შალვა ზამბახიძე სახლშია.

პოლიციის მაღალჩინოსანი, შალვა ზამბახიძე რეჟიმმა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, ციხიდან 20 იანვარს გაათავისუფლა. ზამბახიძემ დაადასტურა, რომ შეწყალების აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუწერია. ციხეში დაბეჭდილი ფურცელი მიუტანეს და ხელი მოაწერეს 17 იანვარს, 20-ში კი უკვე სახლში იყო.

კულუარებში ამბობენ რომ “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილის ხელით ციხიდან ის ხალხი გამოუშვა, ვის გათავისუფლებასაც  მათ ოჯახებს ხმების სანაცვლოდ არჩევნების წინ დაჰპირდა, ოღონდ ციხიდან ყველა არ გამოუშვეს. პირობა მხოლოდ მათ შეუსრულეს, ვინც ისედაც მათიანი იყო.

ციხიდან, შეწყალებით გაათავისუფლეს “ქართლი ოცნების” მხარდამჭერის ძმა ბაღდათიდან –  თორნიკე გრძელიძემ საპატიმრო 20 იანვარს დატოვა. ყოფილი პატიმრის ძმა  გვიდასტურებს, რომ განცხადება შეწყალებაზე ციხის ადმინისტრაციამ დააწერინა, ჯერ კიდევ 20 დეკემბერს.

ანონიმური წყაროს წერილობით განმარტებით ირკვევა, პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია მათი ოჯახების პოლიტიკური კუთვნილებით არჩევდა, “ოცნების” მხარდამჭერებს კითხვას ავსებინებდნენ და ამის შემდეგ აძლევდნენ შეწყალებაზე, წინასწარ დაწერილი განცხადებას ხელმოსაწერად.

ციხე ”ქართული ოცნების”  საარჩევნო შტაბის კაპიტნის – ლექსო კობაიძის ხუთმა კლიენტმაც დატოვა.

დიდი სკანდალის მიმთხვევად მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს მუხლებს, რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები გაათავისუფლეს. ამ თემაზე აკრძალული აქვთ საუბარი ციხის უფროსებსაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share