კაია კალასი – საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი, მთავრობის მხარდასაჭერად განკუთვნილი თანხები სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით

საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი, ასევე თანხები, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად გვქონდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს მოკლედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. გვაქვს უვიზო რეჟიმის შეჩერებული დიპლომატური პასპორტებისთვის, ასევე თანხები, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით მათი მისიის მხარდასაჭერად, მაგრამ ქართველი ხალხის ხელშია, სწორად იმოქმედონ“, – აღნიშნა კალასმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share