მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, სამყარომ რამდენიმე რეცესია გამოიარა, მათ შორის უკანასკნელი 2020 წელს, კოვიდის იყო. ახლა თუ კიდევ ერთი მოხდება, მაშინ მსოფლიო ანტირეკორდი დამყარდება – ასეთი მცირე ინტერვალით ეს პროცესი აქამდე არ მომხდარა.
მსოფლიო ეკონიმიკას სამი მთავარი ძრავა ჰყავს – აშშ, ევროპა და ჩინეთი. რადგანაც ამ სამეულზეა აგებული მსოფლიო წარმოებისა და მოხმარების ორი მესამედი, სწორედ მათ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული პლანეტის დანარჩენი ქვეყნების კეთილდღეობა.
„ევროზონაში სერიოზული პრობლემებია რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო. ჩინეთი კოვიდის კარანტინისგან მიყენებული ზიანისა და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისის გამო წუხს. აშშ-ში კი მკვეთრად შემცირდა შემოსავლის მქონე მოსახლეობა და გაიზარდა ინფლაცია, – ასე აღწერა ზოგადი სიტუაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ. – ეს ყველაფერი ღარიბ ან განვითარებად ქვეყნებზე აისახება. ისინი სულ უფრო და უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, რადგან მოთხოვნა მათ საექსპორტო საქონელზე მცირდება, გაძვირებული ფასებისა და ენერგორესურსების გამო კი მეტს ხარჯავენ“, – განაცხადა მან.
„უარესი წინაა“
უარესი წინაა – წლევანდელი ზრდა, სავარაუდოდ, ორჯერ ნაკლები იქნება, მომავალ წელს კი კიდევ უფრო უარესი – ომის, ინფლაციის, ჩინური ლოკდაუნისა და ენერგეტიკული კრიზისის გამო.
„ყველა წლევანდელი პრობლემა მსოფლიო ეკონომიკაში თავს მომავალ წელს იჩენს. ორი სიტყვით რომ ვთქვათ – უარესი წიანაა“, – აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტები. ქვეყნებში, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის მესამედი მოდის, მათ ნახევარწლიანი რეცესია იწინასწარმეტყველეს.
ეკონიმიკის ჩამოშლის პირველი კანდიდატი ქვეყანა ევროპაში არის გერმანია, რომელიც რუსეთთან ენერგეტიკულ ომშია ჩაბმული. მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთი, რომელზეც ევროკომისრები პროგნოზირებენ, რომ ბრიტანეთი ვერ გადაურჩება რეცესიას.
შესაძლებელია თუ არა კრიზისის თავიდან აცილება?
უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი პრობლემა არამარტო ჩინეთში, არამედ ევროპაშიც არის – შვედეთიდან ახალ ზელანდიამდე. უკანასკნელი ათწლეულის კორპორატიული ზრდის ლიდერები – ამერიკული კომპანიები Amazon და Meta რეცესიის მოლოდინში მასობრივად ამცირებენ ხარჯებს და ათავისუფლებენ კადრებს.
შესაძლებელია თუ არა კრიზისის თავიდან აცილება? – ეკონომისტები პესიმისტურად არიან განწყობილები.
კვლევითი ცენტრის, Oxford Economics-ის წამყვანი ეკონომისტის ადამ სლატერის ვარაუდით, გადარჩენის ერთადერთი შანსი ტექნოლოგიურ რევოლუციაშია. ყველაზე მარტივი – ჩინეთის გახსნაა. ამისთვის კი მხოლოდ კომპარტიის გადაწყვეტილებაა საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე კვალვ უარყოფითია. სლატერი მიიჩნევს, რომ ამით პირველი პრობლემა – ინფლაცია გადაიჭრება.
ინფლციის შედეგად მცირდება მოსახლეობის შემოსავალი, იზრდება იპოთეკის მაჩვენებელი, სახელმწიფო ვალი და კრედიტები ბიზნესში.
პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა, მოთხოვნის შემცირების გარეშე არის მიწოდების გაზრდა. ეს ყველაფერი კი საკმაოდ რთულია მაღალი ფსონების, მუშახელის დეფიციტის, გლობალიზაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხების ფონზე.
ენერგოკრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა კი, დასავლეთის მხრიდან რუსეთის, როგორც მთავარი ენერგომომწოდებლის შეცვლაა. ერთ და ორ წელიწადში ამისი შესრულება, წარმოუდგენელია. ახალ ადგილებსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები კლებულობს, და რომც მოხდეს, მოგება მხოლოდ ათწლეულების მერე იქნება. ამდენივეა საჭირო „მწვანე“ რევოლუციისთვის ენერგეტიკაში.
ხოლო თუ ევროპა რუსულ გაზზე უარს არ იტყვის, ამისთვის ომის დასასრული დასავლეთისთვის წამგებიანი შედეგით დასრულდება.
„ჩვენ გლობალური ეკონომიკის მასშტაბური რყევის მომსწრე ვართ. აქამდე ვცხოვრობდით დაბალი ფასებისა და დაბალი ინფლაციის სამყაროში, ახლა კი მსოფლიო მეტად უხეში გახდა. სულ უფრო მეტი მოულოდნელობა, გეოპოლიტიკური კონფრონტაცია და ბუნებრივი კატასტროფაა გარშემო. ამ სამყაროში ნებისმიერი ქვეყანა აწყდება კრიზისს სულ უფრო ხშირად და გაცილებით მარტივად“ – აცხადებს მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორი.
წყარო: BBC