“მე შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული სიტუაციით და მე ამას ვამბობ ასევე ეუთოს სახელით, რომელმაც გასულ წელს არჩევნების შესახებ ანგარიში წარმოადგინა, ისევე როგორც რეკომენდაცია, რომ გაიმართოს ახალი არჩევნები. პირველ რიგში ჩვენ ვგმობთ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში. მეორე საკითხი არის, რომ თუ გინდათ იყოთ ნამდვილი დემოკრატია, მაშინ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას გამოხატავს.”
-განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა
ვალტონენმა. ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.