„12-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვტოვებ ჩემს თანამდებობას ეროვნულ ბანკში“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი შალვა მხატრიშვილი წერს.
როგორც მხატრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მოღვაწეობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში მაკროეკონომიკის მიმართულებით გააგრძელებს.
„მეგობრებო, 12-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვტოვებ ჩემს თანამდებობას ეროვნულ ბანკში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ეროვნულ ბანკზე ფიქრის შემდეგ, ძალიან რთულია ჩემი თითოეული თანამშრომლის და მათთან ერთად გაკეთებული საქმის დატოვება. ცხადია, ვრჩები ეროვნული ბანკის ინსტიტუციური გაძლიერების გულშემატკივარი, ამჯერად შორიდან. მოღვაწეობას გავაგრძელებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ვაშინგტონში, კვლავ მაკროეკონომიკის მიმართულებით”, – წერს შალვა მხატრიშვილი სოციალურ ქსელში.