“ეს არის ხალხის გენოციდი, შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეების”

დილა მშვიდობისა, თუმცა არაფერი მშვიდობის ამ დილას არ სჭირს, კოვიდისგან საქართველოში 80-მდე ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა – საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში დღეს დაფიქსირებულ საგანგაშო კოვიდსტატისტიკას გამოეხმაურა:

“თავიდან არავინ არ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ ხალხმა ისწავლა მსოფლიოში ეპიდემიის მართვა, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ. საქართველოში იტყუებოდნენ, რომ იცოდნენ მართვა და შემდეგ ხელოვნურად არ შემოიტანეს ვაქცინა ივანიშვილის განკარგულებით. მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა, სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, დაწეროს ნებისმიერი ციფრი და ივანიშვილს უნდა, რომ ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში ის უბრალოდ დახოცოს. ეს არის ხალხის გენოციდი და უნდა ითქვას რაზეა აქ საუბარი. ჩვეულებრივად განადგურებენ ხალხო!

ყველა ომში ერთად აღებული საქართველოში არ დაღუპულა და არ დაიღუპება ამდენი ადამიანი, რამდენიც იღუპება ამ დაავადებისგან, რომელიც არის ხელოვნურად გაკეთებით თავისი რუსი ტურისტებით, შეზღუდვების მოხსნით არასწორ დროს. ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით, როცა საჭირო არ იყო და არ დაწესებით, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. ეს არ არის უნიათობა და უუნარობა, ეს არის შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეების. ასე რომ, ან ყველაფერს ვაჩერებთ, ან საერთოდ რაზეა საუბარი. მე ვიბრძოლებ ამისთვის ბოლომდე”,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share