ქართული ოცნების წევრებო, ახლა მოგიწევთ გამოსვლა და თქვენზე თვალთვალის უტყუარი მტკიცებულებების გაპრავება.
თქვენზე თვალთვალის…
თქვენივე პირადი ცხოვრების დარღვევის …
თქვენივე…
თქვენივე…
თავადვე გაპრავება…
დაფიქრდით ?
ხომ დაფიქრდით ?
მიხვდით, ხომ სადა ხართ ?
მიხვდით, ხომ სად გადაჩეხეთ ქვეყანა ?
იმის მაგივრად, რომ ეგ კატასტროფული პრაქტიკა დაგესრულებინათ, მთელი ეს წლები აპრავებდით.
ოპონენტებს რომ ემუქრებოდნენ, აპრავებდით
ძნელი მიხვედრა უნდოდა, რომ თქვენც მოგიყოლებდათ ?!
ასე რთული გამოსაცნობი იყო, რომ უპირველეს ყოფლისა, თქვენით დაიწყებდა ?!
ზუსტად ასე მოგიყოლებთ ის ძალადობა, რომელსაც 5 ივლისს აპრავებდით…
ის ეშმაკის ბორბალი, რომლის ქვეშ პრეზენტაციებს მართავთ, ტრიალებს და ყველას მოგიყოლებთ …
მთელი ქვეყანა ამ უბედურებაში გააბით და თქვენც გაებით…
სტატუსებსაც ვერ წერთ ჯერ…
ახლა ჩათში ჩაგიგდებენ ტექსტს, რომელიც უნდა დაიზეპიროთ და ხვალ წარმოთქვათ – თქვენივე თავის საწინააღმდეგოდ
თქვენ რომ გისმენენ, გითვალთვალებენ და გიღებენ, ის თქვენვე უნდა გააპრავოთ …
კატასტროფა გჭირთ, მაგრამ გადარჩენის გზა ყოველთვის არსებობს.
არა ვარ დარწმუნებული, რომ გაიგეთ, რაც დავწერე. ამიტომ გადაიკითხეთ კიდევ ერთხელ

წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია. პირველ აგვისტოს მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები მოიპოვა, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან.