მთავრობამ ჩაგვაგდო ამ მდგომარეობაში – პენსიონერები სესხის პროცენტის დაწევას და ოვერდრაფტის განულებას ითხოვენ

საპენსიო ტვირთად ქცეული სესხები – პენსიონერებმა ლიბერთი ბანკის სათავო ოფისში განცხადებები დატოვეს, სადაც მათი რამდენიმე მოთხოვნა ფიქსირდება. პირველი ეს არის პროცენტის დაწევა და ასევე, ოვერდრაფტის განულება.

ისინი ამბობენ, რომ წლებია, პროცენტს იხდიან, თუმცა თანხა, რომელიც გამოტანილი აქვთ წლების წინ, კვლავ არ დაფარულა.

მათივე თქმით, თავდაპირველად, როდესაც სესხს იღებდნენ, არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რამდენ პროცენტში აძლევდნენ თანხას. თუმცა, შემდეგ გაარკვიეს, რომ 22 პროცენტის ნაცვლად, მათ სესხი 30, ან 36 პროცენტში აიღეს.

პენსიონრები ამბობენ, რომ ისინი სესხის თანხის გადახდას ვერ ახერხებენ და პენსიას საერთოდ ვეღარ იღებენ.

მთავრობამ ჩამაგდო მე ამ მდგომარეობაში და მთავრობა მატყავებს წელსაც, დღემდის, 2017 წლიდან, 334 ლარს ვიხდი. 2017 წელს გამოვიტანე 6782 ლარი, 2023 წელს 9 ათასი ლარი, 2024 -ში გამოვიტანე ამონაწერი და 9999 ლარია. 36 პროცენტში მოქნია სესხი, არ გავუფთხილებივარ, ისიც არ უთქვამთ, რომ ძირი არ დაიფარებოდა და მხოლოდ პროცენტი უნდა მეხადა, – ამბობს ერთ-ერთი პენსიონერი. 

ლიბერთი ბანკის სათავო ოფისთან პენსიონერების აქცია-პერფორმანსი გაიმართა -ხანდაზმული ადამიანები პროცენტის დაწევას და ოვერდრაფტის განულებას ითხოვდნენ.

tvpirveli.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share