უსული კომუნიზმი, რომელიც ბოლო სულს ღაფავს საქართველოში, ხერხემალში გადაიმტვრევა – ამის შესახებ მოცეკვავე, თეა დარჩიამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ხორუმის მწკვრის ცეკვით მიუყვებოდა, პირდაპირ ეთერში განაცხადა.
დარჩია “ოცნებას” მოუწოდებს ახალი არჩევნები ჩანიშნოს.
საქართველო ევროპის ცენტრია – ამბობს მოცეკვავე.
”საკმარისია, შეგვეშვით, ციხეებიდან პოლიტიკური პატიმრების გამოშვების დროა. ახალ წელს ერთად უნდა ვიზეიმოთ ყველამ. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, უნდა ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა, ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს. ერთად სინათლისკენ, ევროპისკენ, სოიყვარულისკენ, განათლებისკენ. აქ არის ევროპის ცენტრი, საქართველო ევროპის ცენტრია. ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც არ გავქვს უფლება უკან დახევის და მე დარწმუნებული ვარ, რუსული კომუნიზმი, რომელიც ბოლო სულს ღაფავს საქართველოში, ხერხემალში გადაიმტვრევა. საჭიროა ახალი პატიოსანი, ნამდვილი, მართალი არჩევნები. თუ მართლა პატრიოტები არიან, საკმარისია, დანიშნოn ახალი არჩევნები და ყველაფერი კარგად იქნება. მთელი საქართველო აქ დგას და მგონი ამით ყველაფერი გასაგებია”, – ამბობს თეა დარჩია.