პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია, საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია – უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში უილსონი წერს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილია ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია, ხოლო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ახალი არჩევნებია:

“კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. მე მას ვეთანხმები – საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს” წერს უილსონი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share