“ქოცებო, ჩაქრით თქვენა”

“ქოცებო, ჩაქრით თქვენა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც დალოდებოდით და მერე გამოგეცხადებინათ ძალოვანების მობილიზაცია. თუმცა გეპატიებათ, მიზანი გაქვთ დიადი. როგორც თქვენმა იდეოლოგმა ბრძანა, უნდა დაამტკცოთ რომ ტილიანები არ ხართ. აბა თქვენ იცით”-წერს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო პროცესის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება მ შსს-ს განსაკუთრებულ დეპარტამენტის ეზოს ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ყვითელ ავტობუსებში განთავსებული არიან სპეცრაზმელები, სპეციალური აღჭურვილობით, ფარებითა და ხელკეტებით.

უცნობია, რას უკავშირდება სპეცრაზმის მობილიზება. შსს ეს ბაზა ახლოს არის ენმ-ს მთავარ ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.

პარალელურად, მიმდინარეობს ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სასამართლო სხდომა. მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ პოლიციას მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემენ და მას, თუ საჭიროა, ფიზიკურადაც დაიცავენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share