„განუწყვეტლივ დანაშაულის გრძნობა მაქვს… მზიას შიმშილობის მე 17 დღე და ახალგაზრდების ვინღა დათჳლის, უჰაერო საკნებში დღეებს“ – ბაია დვალიშვილი

მსახიობი ბაია დვალიშვილი:

Სულ,განუწყვეტლივ დანაშაულის გრძნობა მაქვს,როცა ვიღვიძებ,ცხელ ყავას და საუზმეს მივირთმევ,როცა გარეთ გავდივარ და ან რაღაცაზე გულით გამეცინება,როცა კარადას გავაღებ და ვფიქრობ ახლა რა ჩავიცვა,როცა თეატრში გავრბივარ მეგობრებთან, რომ ერთობის ძალა ვიგრძნო…..განსაკუთრებით თუ აქციაზე ვერ ან არ გავედი.მუდმივი სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა….მზიას შიმშილობის მე 17 დღე და ახალგაზრდების ვინღა დათჳლის უჰაერო საკნებში დღეებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share