ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მედიამენეჯერების განცხადება მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე
ონლაინ გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.
მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა – მზია ამაღლობელი, თითოელ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე.
“ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო. გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული “რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. “ქართული ოცნების” საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეეები.
2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით” და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.
ის ფაქტი, რომ მზია ამაღლებელი სისხლის სამართლის “ბრალდებით” დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!
ხელმომწერები:
- კამილა მამედოვა, რადიო მარნეული
- ლაურა გოგოლაძე, ჩემი ხარაგაული
- მაია მეცხვარიშვილი, სტუდია მონიტორი
- დავით მჭედლიძე, რუსთავის მედიაჯგუფი
- ხატია ლომიძე, მედიაჩეკერი
- ბორის საჯაია, მედიაჩეკერი
- ლია ჩახუნაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- თეო ქავთარაძე, სტუდია მონიტორი
- თამარა მშვენიერაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეალური სივრცე
- ბელა ზაქაიძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე
- სოფო აფციაური, Project 64
- ტუხა კვინიკაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეალური სივრცე
- ელენე ზაქაშვილი, Project 64
- ნინო ლომაძე, ინდიგო
- გიორგი გოგუა, Project 64
- ომარ წოწორია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეალური სივრცე
- ნატა ძველიშვილი, ინდიგო
- თამარ ბაბუაძე, ინდიგო
- ეთერ თურაძე, ბათუმელები
- შევლეგ გეგჭკორი, საქართველოს რადიო
- მარიამ ბოგვერაძე, OC Media
- ნინო ხოზრევანიძე, ფორმულა
- ნათია შავაძე, ჟურნალისტი
- ლევან სუთიძე, ტაბულა
- მამუკა ყუფარაძე, სტუდია რე
- მაია შონია, სტუდია რე
- მანანა ღოღობერიძე, აი, ფაქტი
- ნანუკა ბრეგაძე, აი, ფაქტი
- ეკატერინე კოპალიანი, ჟურნალისტი
- ლუკა პერტაია, ჟურნალისტი
- ნანა ბიგანიშვილი, სტუდია მონიტორი
- სოფო აფრიამაშვილი, ჟურნალისტი
- ნინო დადვანი
- ქეთევან ვაშაგაშვილი
- ნენე დალაქიშვილი, ფორმულა
- ზურა დვალი, სტუდია რე
- ვანცენტ ხაბეიშვილი, News.on.ge
- გიორგი მგელაძე, ჟურნალისტი
- ეთერ მიდელაშვილი, ჟურნალისტი
- მარიამ კაჭკაჭიშვილი, ჟურნალისტი
- ნათია მიხელიძე, აი, ფაქტი
- ნინა ბაიდაური, ნეტგაზეთი
- ზურაბ ვარდიაშვილი, პუბლიკა
- თეა ადეიშვილი, მთავარი არხი
- ეკა სარია, მთავარი არხი, პოსტფაქტუმი
- ეკა ქადაგიშვილი, ჟურნალისტი
- თინათინ ფეიქრიშვილი, ჟურნალისტი
- მანანა მანჯგალაძე, BMG
- გიგა გელხვიიძე, CNews.ge
- ირინა მაკარიძე, CNews.ge
- მარიამ ტაკიძე, აპრილი
- სალომე გორგოძე, პუბლიკა
- ლიკა ზაკაშვილი, პუბლიკა, მთავარი რედაქტორი
- ნათია ამირანაშვილი, პუბლიკა, რედაქტორი
- გელა მთივლიშვილი, მთის ამბები, რედაქტორი
- მამუკა მგალობლიშვილი, პუბლიკა
- მარიამ ნიკურაძე, OC Media
- მამუკა ანდღულაძე, მედიის ადვოკატირების კოალიცია
- თამარ გეგიძე, აპრილი
- მარიამ გაბელაია, აპრილი
- თათია შურღაია, აპრილი
- ნინო კახიშვილი, ნეტგაზეთი
- ნათია ცქიფურიშვილი, ნეტგაზეთი
- თინათინ დვალიშვილი, მედია-მენეჯერი
- გულო კოხოძე, სამხრეთის კარიბჭე
- ზაზა ქარჩილაძე, მაუწყებელი
- ნანა ჩხიკვიშვილი, გურია ნიუსი
- მაკა ცნობილაძე, ჯემნიუსი
- ლია შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი
- ელისაბედ ზუბაშვილი
- სანდრო ჯუფალაკიანი
- თინათინ მაჭარაშვილი, მედიამკვლევარი
- კონსტანტინე სტალინსკი, ნეტგაზეთი
- ნინია კაკაბაძე, მედიაჩეკერი
- ნინო ნარიმანიშვილი, ჯემნიუსი
- ნათია ინაური, ინტერპრესნიუსი
- ნატაშა ხუბაევი-შტიკოვა, ჯემნიუსი
- სოფო ბუკია, ჯემნიუსი
- ნათია კუპრაშვილი, GRC
- დაჩი გრძელიშვილი
- თამარ რუხაძე, ჟურნალისტი
- თინათინ ზაზაძე, სამხრეთის კარიბჭე
- ნუნუ [ნუკა] სტეფნაძე, სამხრეთის კარიბჭე
- ალექსანდრე ქეშელაშვილი, პუბლიკა
- გიორგი გიორგაშვილი, Project 64
- ელისო ჯარიაშვილი, ჟურნალისტი
- ნინო ჩიჩუა, ნეტგაზეთი
- ბექა ბერიძე, Project 64
- მიხეილ გვაძაბია, OC Media
- გიორგი კვიჟინაძე, ფორმულა
- თამარ რობაქიძე, ჟურნალისტი
- მაია წიკლაური, ჯემნიუსი
- ლამუნა ირემაშვილი, Tok.tv
- ნატალია ვახტანგაშვილი, ჟურნალისტი
- ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი
- ნინო შუბითიძე, სტუდია მონიტორი
- ნინო წვერავა, სტუდია მონიტორი
- ნესტან ცეცხლაძე, ნეტგაზეთი
- მაგდა გუგულაშვილი, ჟურნალისტი
- გია გოგატიშვილი, ჟურნალისტი
- თამთა ნაჭყებია, პუბლიკა
- თამარ ბაღაშვილი, ფორმულა
- მაკა ფანქველაშვილი, ფორმულა
- სალომე ჩადუნელი, რადიო თავისუფლება
- ნინა ხელაძე, GRC/Tok.tv
- ირმა ჭარაქაშვილი, GRC/GARB
- მაია იველაშვილი, tv9news.ge
- გოგი გვახარია, რადიო თავისუფლება
- თამარ ჯინჭარაძე, TV პირველი
- მანანა ელიაშვილი, TV პირველი
- გუგა არჩვაძე, TV პირველი
- ინგა გრიგოლია, TV პირველი
- თათია თუმანიშვილი, TV პირველი
- ალექსანდრე ნაბახტეველი, TV პირველი
- მაკა ჩიხლაძე, TV პირველი
- მაკა ანდრონიკაშვილი, TV პირველი
- ნოდარ მელაძე, TV პირველი
- მარიამ გაფრინდაშვილი, TV პირველი
- თამთა დოლენჯაშვილი, TV პირველი
- ნინო არაზაშვილი, TV პირველი
- მაგდა საბაშვილი, TV პირველი
- ლიზა მოსიძე, TV პირველი
- თამარ კალანდაძე, TV პირველი
- ანა წერეთელი, TV პირველი
- ვიკა ბუკია, TV პირველი
- ტასო ტყეშელაშვილი, TV პირველი
- ნინო ღვედაშვილი, TV პირველი
- ლიკა ჯანყარაშვილი, TV პირველი
- ანა მდივანი, TV პირველი
- გვანცა ბერუკაშვილი, TV პირველი
- ინა ცარციძე, TV პირველი
- ზაალ უდუმაშვილი, TV პირველი
- ეკო მაღრაძე, TV პირველი
- გიორგი დარჯანია, TV პირველი
- გვანცა ჩხიკვაძე, TV პირველი
- ხატია სამხარაძე, TV პირველი
- ირმა სტეფნაძე-იაშვილი, TV პირველი
- საბა წიწიკაშვილი, Qartli.ge
- თამარ ნოზაძე, TV Formula
- ეკატერინე სამხარაძე, TV Formula
- სესილი ბოჭოიძე, TV Formula
- ანა მახარაძე, TV Formula
- მაია ჭაფოძე, TV Formula
- ნატა ქორიძე, Civil.ge, მმართველი რედაქტორი
- ია გოლიაძე, ჟურნალისტი
- ლევან ურიდია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს ახალი ამბების ჟურნალისტი
- ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლება
- რუსუდან გვარამაძე, tv9news.ge
- ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლება
- თომა ბეგიაშვილი, რადიო თავისუფლება
- თეიმურაზ ინასარიძე, სამხრეთის კარიბჭე
- შორენა ღლონტი, ჟურნალისტი
- ხატია მუმლაძე, საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკა”
- გვანცა დოლუაშვილი, საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკა”
- ანა ჯიოშვილი, საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკა”
- ლანდა ბირთველიშვილი, საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკა”
- მარიამ პატარაია, ქუთაისიპოსტი
- ქეთევან გელაშვილი, ქუთაისიპოსტი
- ეკა კუხალაშვილი, ქუთაისიპოსტი
- თეკლა მორგოშია, ქუთაისიპოსტი
- გიორგი ისაკაძე, BMG
- თელარა გელანტია, BMG
- ანნა ლაპიაშვილი, BMG
- ნინო ტაბატაძე, BMG
- შოთა ტყეშელაშვილი, BMG
- გიგა ბენია, BMG
- ელენე კვანჭილაშვილი, BMG
- ნათია თაქთაქიშვილი, BMG
- თამუნა მუკბანიანი, BMG
- მარიამ ვარადაშვილი, BMG
- ნუცა შუბაშვილი, BMG
- სალომე ხიდურელი, BMG
- თინათინ ნატმელაძე, BMG
- მარიამ ტიტვინიძე, BMG
- თეონა ხარაბაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
- მაია მამულაშვილი, კახეთის ხმა
- ნატალია ცისკარაშვილი, კახეთის ხმა
- მარიამ ოქროცვარაძე, კახეთის ხმა
- მაკა ხაზიური, კახეთის ხმა
- ია მამალაძე, გურია ნიუსი
- გიორგი სიხარულიძე, გურია ნიუსი
- აკაკი სიხარულიძე, გურია ნიუსი
- ნაზიბროლა რეხვიაშვილი, ფაქტ-მეტრი/factcheck.ge
- ნინო კაპანაძე, ჩემი ხარაგაული
- გია ხასია, ათინათი
- რუსუდან ყალიჩავა, ათინათი
- მაია ფიფია, ათინათი
- თინათინ ბეკია, ათინათი
- ვიკა უბილავა, ათინათი
- სულხან მესხიძე, აჭარა თაიმსი
- ირინა ყურუა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
- ნინო ართმელაძე, ბათუმელები
- ნანა კვაჭაძე, ბათუმელები
- მანანა ქველიშვილი, ბათუმელები
- ლელა დუმბაძე, ბათუმელები
- თედო ჯორბენაძე, ბათუმელები
- შორენა ამაღლობელი, ბათუმელები
- როინ გუნდაძე, ბათუმელები
- ირმა დიმიტრაძე, ბათუმელები
- არჩილ კახაძე, ბათუმელები
- მარიამ მუთიძე, ბათუმელები
- ცაგო კახაბერიძე, ბათუმელები
- ია ფრანგიშვილი, ბათუმელები
- ჯაბა ანანიძე, ბათუმელები
- გურამ მურვანიძე, ბათუმელები
- ირმა ზოიძე, სტუდია REC
- მაია მერკვილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს რედაქტორი
- თეონა თურმანიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს წამყვანი, კორესპონდენტი
- ზაირა ლომაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ სამსახურის თანამშრომელი
- თეკლა მჭედლიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პროდიუსერი
- დავით ტრაპაიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიომაუწყებლის სამსახურის უფროსი
- მაია ვარშანიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის რედაქტორი და წამყვანი
- ვლადიმერ მენაბდე, გურიის მოამბე
- გიორგი დიასამიძე, რადიო თავისუფლება
- ლაშა ზარგინავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანალიტიკური გადაცემების რედაქტორი/წამყვანი
- ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლება
- ლუბა გიორგაძე, მე-9 არხის ჟურნალისტი
- ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფლება
- სოფო ზურაბიანი, TV Formula
- გურამ როგავა, TV Formula
- ხათუნა საღინაძე, TV Formula
- გიორგი გირკელიძე, გურია ნიუსი
- მარიამ მაკასარაშვილი, TV პირველი
- დიანა ტრაპაიძე, TV პირველი
- ნატალია ქაჯაია, TV პირველი
- თეკლა დონაძე, TV პირველი
- ანა ახალაია, TV პირველი
- რუსუდან დუმბაძე, TV პირველი
- სოფიო ნიაური, TV პირველი
- ნანუკა ქაჯაია, TV პირველი
- თეა ცეცხლაძე, TV პირველი
- ქრისტინე მარაბიან, Jnews
- რიბა ღარიბიანი, Jnews
- შუშან შირინიან, Jnews
- გევორკ ჯანოიან, Jnews
- ფენია თოროსიან, Jnews
- აღუნიკ აივაზიან, Jnews
- ანი მინასიან, Jnews
- ეკატერინე შანიძე, TV Formula
- ნატალია ბარბაქაძე, საინფორმაციო სააგენტო “სპექტრი”, რედაქტორი
- ნუგზარ ასათიანი, გაზეთ “ალიონის” რედაქტორი
- თინათინ ახვლედიანი, მეგა ტვ
- თამარ ქავთარაძე, მეგა ტვ
- მარიამ ჯაჭვაძე, Chai Khana Media
- ელენე ხაჭაპურიძე, Chai Khana Media
- სოფიო ხუნწარია, TV Formula
- გიორგი მორჩილაძე, TV კავკასია
- საბა ბედინეიშვილი, TV კავკასია
- ანა გლუნჩაძე, TV კავკასია
- ნინო კოდალაშვილი, TV კავკასია
- ნინო ჯანგირაშვილი, TV კავკასია
- ცქრიალა შერმადინი, სტუდია მონიტორი
- გვანცა ფიფია, აქცენტი ნიუსი
- თეა გილიგაშვილი, მთავარი არხი
- გიგლა თუმანიშვილი, მთავარი არხი
- ნათია ტრაპაიძე, მთავარი არხი
- ჟანა აკოფაშვილი, მთავარი არხი
- ნინო ბალანჩივაძე, მთავარი არხი
- თეა ინასარიძე, მთავარი არხი
- დავით კობიძე, მთავარი არხი
- ნინუცა კეკელია, მთავარი არხი
- ირაკლი ბახტაძე, მთავარი არხი
- დეა მამისეიშვილი, მთავარი არხი
- ნანუკა მაღლაკელიძე, მთავარი არხი
- ნინო გაზდელიანი, მთავარი არხი
- ნინო სამყურაშვილი, მთავარი არხი
- ქეთი ქებაძე, მთავარი არხი
- დავით ერაძე, მთავარი არხი
- ნინა მაჩაბელი, მთავარი არხი
- ნინო ჟიჟიაშვილი, მთავარი არხი
- ნათია ქოქოსაძე, მთავარი არხი
- რამაზ ხატიაშვილი, მთავარი არხი
- მაკა ჯახუა, რადიო მწვანე ტალღის დირექტორი
- ნათია ზოიძე, TV Formula
- თამუნა ჩიხლაძე, TV Formula
- თეონა ბაკურიძე, TV Formula
- ეკა ფხაკაძე, TV Formula
- გიორგი დვალიშვილი, აწსუ
- ხვიჩა ვაშაყმაძე, ქუთაისიპოსტი
- ირაკლი ვაჩიბერაძე, მთავარი არხი
- გულიზა [ნატო] გუბელაძე, რეგიონული მედიასახლი “P.S.” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
- ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი
- ვლადიმერ ჩხიტუნიძე, რადიო მარნეული
- თიკო დავაძე, რადიო მარნეული
- ირაკლი მსხილაძე, აჭარის ტელევიზია
- ნინო ზურიაშვილი, სტუდია მონიტორი
- მარიკა დუდუნია, სტუდია მონიტორი
- ზაზა წულაძე, სტუდია მონიტორი
- გელა ბოჩიკაშვილი, რადიო თავისუფლება
- თამარ გელაშვილი, სტუდია მონიტორი
- ლიკა ანთაძე, Chai Khana Media
- დავით ქოქოშვილი, ნეტგაზეთი
- ქეთი თუთბერიძე, სტუდია მონიტორი
- ნინო ვაშალომიძე, TV გურია
- ირაკლი მაჩიტაძე, რადიო “ძველი ქალაქი”
- მერაბ მეტრეველი, პალიტრანიუსი
- ხატია ღოღობერიძე, მედია აპრილი
- ზურა მოდებაძე, სტუდია მონიტორი
- თათია ნიკოლაძე, Jamnews
- მამუკა ქანთარია, გურია Today
- ირაკლი აბსანძე, ჟურნალისტი
- გვანცა ნადიბაიძე, ინდიგო
- საბა სორდია, ინდიგო
- გერმანე სალია, მე-9 ტალღა, ფოთი
- ია ბობოხიძე, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე
- სოფო ვარდიაშვილი, TV Formula
- ნანა ინწკირველი, TV Formula
- მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლის მედია
- თამთა დოლიძე, TV გურია
- გიორგი თარგამაძე, TV Formula
- ქეთი ნადიბაიძე, TV Formula
- თიკო ნოდია, საინფორმაციო სააგენტო მეტრონომი
- ეკა მიშველაძე, TV Pirveli
- ხათუნა ჯანგირაშვილი, TV კავკასია