ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში თამაშმა საქართველო მსოფლიოსთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესო ქვეყანა გახდა. სოციალურ ქსელში იტალიელები ხშირად წერენ ვიდეოს და საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ღირსშესანიშნაობებზე. რა თქმა უნდა, დაინტერესება ფეხბურთმაც დაიმსახურა, არა მხოლოდ იტალიიდან, არამედ ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან ახალგაზრდა ქართველებით არაერთი გუნდი ინტერესდება, მაგალითად, გუშინ, 19 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “საბურთალოს” მარჯვენა მცველით, გიორგი გოჩოლეიშვილით ინტერესდება. რა თქმა უნდა, ასეთი დაინტერესების დროს ბევრ ისტორიულ ამბავს ეძებ, თუ როგორ თამაშობდნენ, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწიეს და ა.შ.
იტალიელმა ჟურნალისტმა ანდრეა ესპოზიტომ ქართული ფეხბურთის ისტორიას გადახედა და საინტერესო ანალიზიც დაწერა, გთავაზობთ სრულად.
“საბჭოთა კავშირში ფეხბურთი ყოველთვის უყვარდათ. მრავალეროვან ტერიტორიაზე ყველას თავისი ტრადიცია ჰქონდა, თუმცა ფეხბურთში მაინც იგრძნობოდა რუსული გავლენა სათამაშო სტილზე. მაგალითად, შეგვიძლია დავასახელოთ მინსკისა და კიევის “დინამო”, იქვე მოსკოვის ორი გუნდი, რომლებიც გამარჯვებულები გარემოებებიდან გამომდინარე იყვნენ, თუმცა ამ მრავალხმიანობაში რუსულისგან რადიკალურად განსხვავებული სათამაშო სტილის მქონე გუნდიც თამაშობდა, თბილისის “დინამო”, მაგალითი ქართული ფეხბურთის, რომელიც დაიბადა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ხალხის იდენტობა ეჩვენებინა.
ქართველებს საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიებზე არსებული გუნდებისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, თბილისში დაბადებულ და ჩამოყალიბებულ კოლექტივს ძლიერი ეროვნული განცდები ამოძრავებდა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას თავიანთი განსხვავებული სულით აწუხებდა, რადგან კარგად ჰქონდათ გააზრებული თუ რამდენად ბევრს ნიშნავდა ეს სპორტი საკუთარ ინდენტობასა და ქვეყნის სიამაყეზე, ზუსტად ისე, როგორც სამხრეთამერიკულ არგენტინასა და ბრაზილიაში.
ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის ნაკრებში სულ უფრო და უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელის გამოძახება დაიწყეს (დაახლოებით ახლანდელ “ყველა ვარსკვლავის” მატჩს ვგულისხმობ). მოედანსა და მის ფარგლებს გარეთ გუნდურ როლს რუსები ასრულებდნენ, თუმცა საბჭოთა კავშირი ქართველებს როგორც “არასაბჭოთა” და “არასლავურ” ფიგურებს კოლონიალურ სამყაროს მიმართ, კარგი ურთიერთობის დემონსტრაციისთვის იყენებდნენ. თუმცა ყველაფერი დროდადრო ისე ვითარდებოდა, რომ ქართული ფეხბურთი საბჭოურს დღითი დღე შორდებოდა და სამხრეთამერიკულს ემსგავსებოდა, კულმინაცია 1961 წლის საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის მატჩი იყო…
ქართული ფეხბურთი ესთეტიკასა და ეფექტურობას შორის
თბილისის “დინამო” ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა, რომელშიც დრიბლინგი და ხარისხი მთავარი ელემენტი იყო, მოგეხსენებათ, მაშინ საბჭოთა კავშირში ფიზიკურ და ხისტ მახასიათებლებს შეხვდებოდით. უწყვეტი ცეკვა ბურთზე ტიპური ქართული ელემენტებით, რომლის ჩვენებაც კრემლს მოსკოვში სურდა, რათა საბჭოთა ხალხისთვის ეჩვენებინა სხვადასხვა ხალხის კულტურა, თუმცა მათ შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო, ქართული ფეხბურთი უახლოვდებოდა სამხრეთ ამერიკულს და შორდებოდა საბჭოურს, იმდენად დაშორდა, რომ ბოლოს დიდი ურუგვაის 1920-იანი წლების ნაკრებსაც კი შეადარეს, ამ თამაშისგან გამოცემული სიამოვნება კი საბჭოთა კავშირის წესებს სცილდებოდა…
როგორც ყველაფერი მაშინ, “დინამოსაც” უკავშირებდნენ ხელისუფლების საქმეებს, კერძოდ, იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ფიგურასთან, ლავრენტი ბერიასთან. 1953 წელს, მაშინ, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, თბილისური გუნდი პრეზიდენტის გარეშე დარჩა, თუმცა ამ ყველაფერმა მის სილამაზესა და სიძლიერეზე არ იმოქმედა, რომელმაც დაკარგა საბჭოთა ჩემპიონის სტატუსი მას შემდეგ, რაც კრემლის გადაწყვეტილების გამო უკვე მოგებული მატჩის შემდეგ ხელმეორედ მოუწიათ მოსკოვის “ტორპედოსთან” დაპირისპირება, რადგან რუსულ ფეხბურთზე ქართველების გამარჯვებით კმაყოფილები არ დარჩენილან.
თუმცა მთავრობამ 1964 წელს “ოქროს ბიჭებს” ზედიზედ 4-ჯერ მეორეადგილოსნობის შემდეგ, ჩემპიონობაში ხელი ვეღარ შეუშალა, ამით ქართველებმა 1953 წლის გამო რევანში აიღეს და ამაღლდნენ იმ მითოლოგიურ დონემდე, რომლებსაც სიმღერები და ფილმები მიუძღვნეს. საქართველოსთვის ეს მხოლოდ მოედანზე მიღწეული ტრიუმფი არ იყო, ეს იყო ქართველების გამარჯვება საბჭოთა სამყაროზე, ეროვნული სიამაყე, რომელსაც სსრკ-ში მცხოვრები გულშემატკივარის სიტყვებიც ადასტურებს: “ამიერიდან ევროპაში ფეხბურთზე ქართული აქცენტით ისაუბრებენ”.
უმაღლეს ლიგაში ქართული ფეხბურთის წარმატება ხელისუფლებას დიდი იდეოგიური მიზნების გამო ანაღვლებდა, ამავდროულად, გუნდის გულშემატკირებს მობეზრდათ, რომ ისინი არა ქართულ არამედ საბჭოურ ან რუსულ გუნდად ითვლებოდნენ, რის გამოც დიდი განხეთქილება დაიწყო, რადგან მაყურებელს სურდა, რომ “დინამო” ქართული გუნდი ყოფილიყო და წარმატებაც ქართულ სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული.
საბჭოთა კავშირის დასასრული
იმდროინდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ზრდამ და საკუთარი იდენტიფიკაციის ძლიერმა სურვილმა, ქართული ფეხბურთის საუკეთესო გუნდი აიძულა, რომ საბჭოთა ჩემპიონატიდან გამოსულიყო, რომლის შედეგებიც სეპარატისტულ შეტევაში აისახა, კულმინაცია კი 1991 წელს მოხდა. ქართული ფეხბურთი ახლა კრემლის კლანჭებიდან დაეხსნა, მათმა ორმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა გიორგი ქინქლაძემ და შოთა არველაძემ კი ბოლოს და ბოლოს მოახერხეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება და ისე თამაში.
მაგრამ როდესაც საქართველომ სახელწიფოდ ჩამოყალიბება დაიწყო, ქართულმა ფეხბურთმა თავისი ხიბლი დაკარგა, სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთზე საუბარი აღარ შეიძლებოდა, სადღაც გაუჩინრდა ის ტექნიკური და ბურთით მოცეკვავე თამაშის ელემენტები, რომელიც მათ ახასიათებდათ… საჭირო იყო იმ ყველაფრის აღდგენა, რომელიც წლების მანძილზე მაგიურად, მითოლოგიურად ითვლებოდა და როგორც იქნა, გამოჩნდა კახა კალაძე. იტალიური “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა “როსონერისთან” ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის აღსანიშნავია, რომ კახა გახდა პირველი ყოფილი საბჭოთა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. და თითქოს საქართველოში ფეხბურთსა და პოლიტიკაში ძლიერი კავშირის და გამო საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი დღეს თბილისის მერია.
60 წლის შემდეგ, ჯანო ანანიძე ითვლებოდა ტალანტად, რომელსაც წლის წარმატებული ქართველი ფეხბურთელების გზა უნდა გაეგრძელებინა, არ ვიცით, ხვიჩა კვარაცხელიას რას უმზადებს მომავალი, რადგან 21 წელი დასკვნების გასაკეთებლად პატარა ასაკია, მაგრამ კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა ისევ ჩააბას ვაგონები და ქართული ფეხბურთი გააცოცხლოს, იქ, სადაც მოედანზე ბურთით ცეკვავენ.
მომზადებულია liberopensiero-ს მიხედვით
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: