საქართველოს პირველობის, ფეხბურთში, რეგიონალ ლიგის გ ჯგუფში, მორიგი, მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.
აქ მოასპარეზე ოზურგეთის “მერცხალმა” საკუთარ “მეგობრობაზე” ქუთაისის “მართვე” მინიმალურად, 1-0 დაამარცხა და 11 გუნდიან გათამაშებაში მეხუთე ადგილს უწია.
მატჩის ბედი გუჯაბიძის მიერ 84-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.
ოზურგეთელები მე-14 ტურში ქობულეთს ესტუმრებიან და “შუქურა-2”-ის დამარცხებას შეეცდებიან, რომელიც ამ გათამაშებაში 27 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.
“მერცხალს 21 ქულა აქვს (6 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება) და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მეხუთე ადგილზე არიან.
გათამაშებას კი დოთის “კოლხეთი 2” 36 ქულით ლიდერობს-მე-12 ტურში “მერცხალი” რომ 11-0 დაიფრინა.