ნინო წილოსანის ამერიკული ბიზნესი

რისი ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული ნინო წილოსანის კომპანია შეერთებულ შტატებში? – მერილენედის შტატის ბიზნეს რეესტრიდან მოპოვებული ამონაწერით დგინდება, რომ კომპანია US TRADING COMPANY-ის წილის მფლობელი სწორედ რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატია. კომპანია მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორშია რეგისტრირებული.

გაირკვა ისიც, რომ ნინო წილოსანის ამერიკული კომპანია, US TRADING COMPANY ფლობს შვილობილ კომპანიას კალიფორნიაშიც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ TRADING COMPANY-ის დეპუტატი ნინო წილოსანი ყოფილ ქმართან, ვლადიმერ აბულაძესთან ერთად ფლობს. ირკვევა, რომ ნინო წილოსანის ყოფილი ქმარი ახლა შეერთებულ შტატებში იმყოფება, არსებობს ეჭვი, რომ სავარაუდო ფინანსური სანქციების წინ ცდილობენ, ნინო წილოსანი კომპანიის დამფუძნებლებიდან ამოიღონ, რომ ამით ამერიკულ ბიზნესს საფრთხე არ შეექმნას.

ნინო წილოსანის ვაჟი კალიფორნიაში, “კრინ ლუთერანის” უმაღლესი სკოლის საკალათბურთო კლუბში თამაშობს, ის საქართველოს მოქალაქეა და ამერიკული სანქციების ამოქმედების შემთხვევაში დიდი ალბათობით, შტატების დატოვება მოუწევს.

ამერიკული სანქციების დეპუტატ წილოსანის კიდევ ერთ ბიზნესს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. წილოსანი საქართველოში წარმოებულ ტანსაცმელს უცხოეთში ყიდის, ის კომპანია N -DUO-ის მფლობელია.

N -DUO თურქეთიდან ჩამოტანილი ტექსტილით, ქალის ტანსაცმელს თბილისში კერავს და ინტერნეტ გვერდის საშუალებით მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყიდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share