“ქართული ოცნების” არალეგიტიმურ დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურს მილანის აეროპორტში მოქალაქემ “მონა” და “რუსეთუმე” ეძახა.
“ბატონო ალუდა, კარგია ევროპაში ყოფნა? მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი ხართ. მონა ხართ. რუსეთუმე ხართ” – ეუბნება ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქე ივანიშვილის რეჟიმის მსახურს.
საპროტესტო შეძახილები უპასუხოდ ალუდა ღუდუშაურმა არ დატოვა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ისმის, თუ რას ეუბნება ერთპარტიული პარლამენტის წევრი მოქალაქეს – “რამდენს გიხდიან?! ქვეყნის სიყვარულში ვერ შემეჯიბრებით“.
tvpirveli.ge