აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილი უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როპმ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება.
კარპენტერის თქმით, “ამაზრზენია ის, რაც საქართველოს ქუჩებში ხდება.“
ამაზრზენია ის, რაც ხდება საქართველოს ქუჩებში. რეჟიმის ავაზაკები ძალადობრივად სცემენ დემონსტრანტებს. საქართველო ამ მთავრობით ვერასდროს შევა NATO-სა და ევროკავშირში”, – წერს კარპენტერი.