უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სერიოზული ბრძოლა იწყება და გამარჯვების დრო მოვიდა.
„პოლონეთი – ეს არ არის თვითშესრულებული წინასწარმეტყველება. ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით, ვითხოვდით, ვის დახურვას, რადგან ცას არ აქვს საზღვრები, არ აქვს უკონტროლო რუსული რაკეტებისთვის, არ აქვს იმ საფრთხისთვის, რასაც ისინი ჩვენი ევროკავშირელი და ნატოელი მეზობლებისთვის წარმოადგენენ. ხელთათმანები მოხსნილია. გამარჯვების დროა“, – დაწერა რეზნიკოვმა „ტვიტერზე“.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინა ევროკავშირის ფარია და ერთობლივად უნდა დაიცვან თავი ტერორისტული სახელმწიფოსგან.
გუშინ, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა რუსულმა რაკეტებმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციისთვის.