რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კადიროვის ცოლს, მედნი კადიროვას “გმირი დედის” წოდება მიანიჭა, – ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
პუტინის განკარგულებაში წერია, წოდება მას ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისა და შვილების აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის მიენიჭა.
ცნობისთვის, მედნი კადიროვა 14 შვილის დედაა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აგვისტოში, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც “გმირი დედის” ტიტული ენიჭებათ რუს ქალებს, რომლებმაც გააჩინეს და გაზარდეს 10 ან მეტი შვილი. გარდა ამისა, მრავალშვილიან დედებს ეძლევათ ერთჯერადი დახმარება მილიონი რუბლის ოდენობით.
მანამდე კი პუტინმა ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დედა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.