“მიზანმიმართული პროვოკაციაა” – რუსეთი პოლონეთში მისი რაკეტების ჩამოვარდნას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნას უარყოფს.

“პოლონური მედიებისა და ოფიციალური პირების განცხადებები “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით. რუსეთის მიერ უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ობიექტებზე დარტყმები არ განხორციელებულა”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.

პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა “კრიზისული სიტუაციის გამო” უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share