“ვერაფერს გეტყვით, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას”-ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ისევ არაფერს ამბობს, რა პოზიცია აქვს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენზე, მის პატიმრობაზე და ხომ არ აპირებს მის შეწყალებას. გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ ის მის პირად პოზიციასაც ვერ დააფიქსირებს, რადგან ეს აღიქმება პრეზიდენტის პოზიციად:

“ვერ გეტყვით ვერაფერს, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩემი პოზიცია აღქმული იქნება როგორც პრეზიდენტის პოზიცია.” ამბობს “მთავართან” მსხილაძე.

შეგახსენებთ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ხელმოწერილი დასაბუთებული განაჩენი ნიკა გვარამიას ადვოკატებს უკვე გადაეცათ. მათი შეფასებით, დოკუმენტში, რომელიც 140 გვერდზე მეტია, ბრალდების დასაბუთება არ იკითხება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share