დეფაქტო ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დიქტატურის დასამყარებლად. მაგრამ ყველაზე დიდი ინსტრუმენტი ის ხალხი ხართ, რომლებიც სხედხართ სახლში და ხმას არ იღებთ ამ მწამებელი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჟანრის კლასიკაა, სისტემას მუდამ სჭირდება წარმოსახვითი მტრები – “ვრაგი ნაროდა”, რომ უფრო მეტი რეპრესიები გაატაროს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში მოგაკითხავენ თქვენც და დაგიმსხვრევენ მაგ წარმოსახვით კომფორტის ზონებს. დაიჭერენ და აწამებენ თქვენი ოჯახის წევრებს. გააღატაკებენ ქვეყანას და დაგტოვებენ ულუკმაპუროდ.
იგივე ბედი ელის მათივე “გამპრავებლებს”, ესეც ჟანრის კლასიკაა.
გამოსავალი კი ჩვენ ერთობაში და თავისუფლებისთვის ბრძოლაშია!