“ბოლოს რა? ერთი კვირაა ჩვეულებრივ საკითხავად იქცა და ყველაფერი ისე გრძელდება”

“… ეპისკოპოსმა ყოფილი ცოლისგან შეტყობინება მიიღო. ქალი (პირადი ნომრით … ) წერს, რომ ისევ ისე ძალიან უყვარს და ენატრება, უბრალოდ, ამის გამხელა აქამდე ერიდებიდა და თავს იკავებდა, ახლა გაბედა და მისწერა… “
ჩამოვიშალე. აი, ამაზე პატაკი რატომ უნდა შეადგინო? ეს პატარა ადამიანური ტრაგედიები მკლავს და მჭამს უკვე ერთი კვირაა.
ვკითხულობთ, აღვშფოთდით, გავოცდით, ვიღლიცინეთ, ზოგ რამეზე შოკში ჩავვარდიით, ზოგ დანაშაულზე გავცოფდით, ღალატსა და მაქინაცებზე გავრაზდით, ზოგზე იმედგაცრუებამ ბოლო მოგვიღო და ბოლოს რა? ერთი კვირაა ჩვეულებრივ საკითხავად იქცა და ყველაფერი ისე გრძელდება, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს უამრავი ადამიანის პირადი ცხოვრება ასე ხელისგულზე არ დაიდო ყველამ. მერე რა, რომ ვიღაც ამაზე არ ყვება, ვიღაც ყვება, მაგრამ სახელებს მალავს … იმ ასობით ადამიანმა ხომ იცის, რომ მათი ყველა ნაბიჯი ახლა ყველას განხილვის თემაა?
როგორ მივედით ამ დონემდე, რომ ვიღაც ავადმყოფებს ყველა ჩვენგანის თვალთვალის და შანტაჟის ნებას ვაძლევთ, არ ვაპროტესტებთ და ეს ადამიანური ტრაგედიები ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად ვაქციეთ?
წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ტვ “მთავარის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თეო გილიგაშვილი;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share