“დღეს გავიგეთ, რომ შსს-მ ჟურნალისტებს საჯარიმო ოქმები შეუდგინა” – ამის შესახებ “მთის ამბების” რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა განაცხადა.
მისივე ცნობით, ვახო გომელაურის უწყება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას “პუბლიკისა” და “ტაბულას” წარმომადგენლებს ედავება.
”ყველა ასეთი ქმედების მიზანი დაშინება და დასჯაა. რეჟიმი იყენებს ყველა რეპრესიულ მექანიზმს, რომ მიაღწიოს, რომ რუსთაველის გამზირი არ გადაიკეტოს. ყოველ საღამოს ვხედავთ, რა ოდენობის საპოლიციო ჯგუფები ცდილობენ, რომ რუსთაველის გამზირი როგორმე არ გადაიკეტოს. პროტესტის 84-ე დღესაც გადაკეტილი ცენტრალური გამზირი მათთვის მარცხს ნიშნავს.
დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ საჯარიმო ოქმები შეუდგინა შსს-მ “პუბლიკადან”, “ტაბულადან”, მანამდე კიდევ არაერთი მედიიდან ჟურნალისტებს. ისინი სპეციალურად არჩევენ მედიებს. ჩემმა კოლეგამ “პუბლიკიდან”, ბასტი მგალობლიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც სწორედ იმ დღეს ასავახს, რომელ დღესაც მისთვის საჯარიმო ოქმი აქვთ შედგენილი. ბასტი სხვის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქვეითთა გადასასველზე დგას, აქვს დიდი მოწმობა, რომ იყო ჟურნალისტი ად უჭირავს ტელეფონი, რომლითაც იღებს, თუ რა ხდება გზის მონაკვეთზე.
ჟურნალისტი ქვეითთა გადასასვლელზე იდგა და არ მონაწილეობდა გზის გადაკეტვაში. ბევრი ასეთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც უკანონოდ აჯარიმებენ ადამიანებს. ამ ფინანსური პრესინგით და ტერორით რეჟიმი ცდილობს, პროტესტი შეძლონ მხოლოდ უპოვარმა, შემოსავლის არ მქონე, დაუსაქმებელმა ადამიანებმა.” – განაცხადა გელა მთივლიშვილმა.