ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის შესახებ მივმართე – უილსონი

კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის შესახებ მიმართა.

მისი თქმით, “ომის დამნაშავე პუტინი ცდილობს აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა იმპერია შემოსევებისა და გაყალბებული არჩევნების გზით.“

“ქართული ოცნების” არალეგიტიმური დელეგაცია უარყოფილი უნდა იყოს“, – წერს უილსონი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მივმართე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის შესახებ საქართველოში, რომელიც სწრაფად გადადის დიქტატურაში. ომის დამნაშავე პუტინი ცდილობს აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა იმპერია შემოსევებისა და გაყალბებული არჩევნების გზით. “ქართული ოცნების” არალეგიტიმური დელეგაცია უარყოფილი უნდა იყოს,” – წერს უილსონი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share