გორში პრორუსული ორგანიზაცია “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი იხურება. ფაქტს ადასტურებს ფართის ფლობელი სტალინის გამზირზე, სადაც ზუსტად 1 წლის წინ “ალტინფოს” დაფუძნებულმა პრორუსულმა ორგანიზაციამ ოფისი გახსნა.
“ქირის ფულს ვეღარ იხდიდნენ და ხურავენ ოფისს”, – განაცხადა მერაბ ხარებაშვილმა.
რაც შეეხება, პარტიის წევრებს, ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი ზურაბ ანიაშვილი ოფისის დახურვის ამბავს არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ დროებით გადადიან სხვა ტერიტორიაზე.
“არ ვიხურებით, დროებით გადავდივართ სხვაგან”, – ამბობს ზურაბ ანიაშვილი.
“ალტინფოს” “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი გორში, ქალაქის ცენტრში ზუსტად 1 წლის წინ – 2022 წლის 23 თებერვალს გაიხსნა.