ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემას – „პოლიტ-ქალაქს“ – ინტერვიუ მისცა.
მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს.
„ამის გამო შეიძლება პასუხისგებაში მიმცენ. ის უკვე სარეანიმაციოო იქნება. როგორც ასეთი მაჩვენებლებით რეანიმაცია არ მიიღებდა, ისე მე ვერ გავაჩერებ. მანამდე არ უნდა მივიდეს, ნუ ცდის ორგანიზმს, ამაზე მაქვს კამათი. მისი, როგორც ადამიანის მესმის. ჩვენ ბევრ რამეზე გვისაუბრია. ამბობს, ასეთი შეცდომა არ უნდა მომსვლოდაო, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს“, – განაცხადა დავარაშვილმა