ქალაქ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გოჩა ძიმისტარაშვილი ამომრჩეველს მიმართავს და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
“ძვირფასო ოზურგეთელებო!
ხვალ მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისათვის, მათ შორის ოზურგეთელებისათვის. მე როგორც თქვენ იცით გახლავართ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. საარჩევნო კამპანიისას შევხვდი ბევრ ადამიანს, ვრცელდებოდა ჩემი საარჩევნო ბუკლეტები, ვაქტიურობდი სოციალურ ქსელებში, ჩემი ლაივ ვიდეომიმართვები ბოლო ოთხი დღის მანძილზე ნახა დაახლოებით 9 ათასმა ოზურგეთელმა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ სუსმა დამიბლოკა ჩემი ბოლო ლაივ ვიდეომიმართვა და ალბათ ხვდებით რატომ მე მაინც შევძელი ვინც არ მიცნობდა გამეცნო მათთვის ჩემი თავი და ჩემი პროგრამა. მინდა შეგახსენოთ, რომ ოპოზიციურად განწყობილი მერობის კანდიდატები ვართ მხოლოდ ორნი-მე, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი კანდიდატი გოჩა ძიმისტარიშვილი და ირაკლი ღლონტი ნაციონალური მოძრაობიდან. რაც შეეხება დანარჩენ 3 კანდიდატს. მათგან ერთი მამალი ქოცი (სწორედ რომ იმ ქოცების წარმომადგენელი, რომლებმაც შეურაცყო ეკლესია)-ავთანდილ თალაკვაძეა, მეორე ე.წ. დამოუკიდებელი, სინამდვილეში კი “ივანაშვილის კაცი”, იგივე ქოცი ( ქოცების მეორე ფრთა)კოტე შარაშენიძე, რაზედაც თავად სიამაყით საუბრობს, ხოლო მესამე- ჩემის აზრით ქართული ოცნების სატელიტი გახარიას პარტიის (გახარია თავად ამბობს, რომ ის კოალიციაში არ შევა არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან და ეს კაცი მხოლოდ იმიტომ დასვეს ე.წ. სისხლიან ბანერზე, რომ დაჩაგრულად გამოიყვანონ, რითაც ხმები წაართვან ოპოზიციას) წარმომადგენელი გივი ცეცხლაძე.
ვფიქრობ სათქმელი ნათლად გამოვხატე, ასე რომ თუკი თქვენ ოპოზიციურად ხართ განწყობილნი, თუკი თქვენ მოგწონთ ჩემი განვლილი ცხოვრების გზა და პროგრამა არჩევანი უნდა გააკეთოთ ჩემზე და არა ზემოთ დასახელებულ რომელიმე კანდიდატზე.
აქვე მინდა დიდი მოწიწებით მოგიწოდოთ, უმორჩილესად გთხოვთ მოდით ყველანი არჩევნებზე, უფრო სწორად რეფერენდუმზე, რადგანაც თქვენი მოუსვლელობით ნამდვილად იზეიმებს ბოროტება, რომელსაც დღეს ქართული კრიმინალური ოცნება ქვია და ხმა მიეცით იმ პარტიას, რომელიც თქვენს გემოვნებაში ჯდება, გარდა ქართული ოცნებისა.
პატივისცემით გოჩა ძიმისტარიშვილი.” – წერს გოჩა ძიმისტარაშვილი.