“სულელი….ნარკომანი და ავანტიურისტი სააკაშვილი…. ყველამ უარყო”-მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი დასავლეთის ქვეყნების რუსოფობიამ და რუსეთის დაშლის სურვილმა გამოიწვია.
მედვედევმა ორი თარიღი დაასახელა, რომელმაც მისი სიტყვებით, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია. ეს თარიღებია 2008 წლის აგვისტოს ომი და 2014 წელს ყირიმის ანექსია.
მედვედევმა საქართველოს მესამე პრეზიდენტიც ახსენა და მას ,,ნარკომანი, ავანტიურისტი” უწოდა. მისი მტკიცებით, მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი საკუთარმა ქვეყანამ და უცხოეთმა უარყო.
“ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 208 წლის შემოდგომა, როცა დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხოეთმაც, სადაც შეშინებული გაიქცა. მეორე ასეთი თარიღი 2014 წლის გაზაფხულია როცა ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. დასავლურ სამყაროში ამან გამოიწვია გააფთრებული ისტერია”,-თქვა მედვედევმა.

timer.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share