
“ოთხი დღეა რაც გადაუღებლად თოვს, ჭიშკრები დაფარულია უკვე თოვლით, 1,60 სანტიმეტრი მაინც იქნება, ტრანსპორტი არ მოძრაობს, პროდუქტი არ გვაქვს, მე მაგალითად ერთი პატარა ბავშვი მყავს და ორი მოხუცი, რომელთაგან ერთი ჩავარდნილია საწოლში – შეიძლება ისე ამოვიხოცოთ, რომ მომკითხავი არ გვყვავს. მაღაზიამდე ხუთი კილომეტრია, ფეხით ჩემი ქმარი წავიდა მეზობელთან ერთად რომ პური, ფქვილი, ბურღული ან რამე მოიტანოს, მარა იქიდან დარეკეს, გათავდა ყველაფერი, ცარიელია, ტყუილად მოდიხართო. წინა დღეებში დენიც არ გვქონდა, ერთი საათით მოდიოდა, წავიდოდა, დღეს მოვიდა, როგორც ჩანს ძალიან შევაწუხეთ, იმდენი ვრეკეთ და ეს ელექტროენერგია გაგვიკეთეს. არავინ პატრონი არ გვყვავს, საშინელი მდგომარეობაა“